ფეხბურთი

20:03 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" თელავში მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „დინამო ბათუმი“ სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

არადა, კახელთათვის შეხვედრა კარგად დაიწყო: მე-10 წუთზე ელდარ პარკინაშვილმა ანგარიში გახსნა და მასპინძლები წინ გაიყვანა. თუმცა, მალევე გიორგი ზარიამ წონასწორობა აღადგინა. გია გეგუჩაძის გუნდმა თამაში მეორე ტაიმში მოიგო, ბენჟამინ ტეიდის, ვლადიმერ მამუჩაშვილისა და მუსა კონატეს გოლებით - 1:4.

„დინამო ბათუმმა“ 19 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურში კი „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავის“ აქტივში მხოლოდ 5 ქულაა, მერვე ადგილზეა და წინ „საბურთალოსთან“ დუელი ელოდება.

„თელავი“ – „დინამო ბათუმი“ 1:4 (1:1)

გოლები: 1:0 პარკინაშვილი (10), 1:1 ზარია (16), 1:2 ტეიდი (64), 1:3 მამუჩაშვილი (68, პენ), 1:4 კონატე (82)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111364