საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური სამტრედიაში დაიწყო, სადაც ადგილობრივი გუნდი ქობულეთის „შუქურასთან“ დამარცხდა.
მატჩის გმირი მიშიკო სარდალიშვილი გამოდგა, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა ვერაფერი შეცვალეს, საბოლოოდ, კი 0:2.
„შუქურამ“ მეორე თამაში მოიგო ამ სეზონში და 6 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „სამტრედიას“ 4 ქულით მეცხრე პოზიცია უკავია. მომდევნო ტურში აჭარლები „ტორპედოს“, იმერლები კი „გაგრას“ შეხვდებიან.
„სამტრედია“ – „შუქურა“ 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 სარდალიშვილი (11), 0:2 სარდალიშვილი (32)