სხვა

17:16 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ბერულავას და კარინა საფინას წყვილი დაიშალა

2022-2023 სპორტული სეზონის დასრულების შემდეგ კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი დაიშალა. ლუკა და კარინა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აგრძელებენ წვრთნებს და ახალი სეზონის დაწყებამდე ცნობილი გახდება იმ ახალი წყვილის ვინაობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წარადგენს სპორტული წყვილების კატეგორიაში.

კარინა და ლუკამ თავიანთი ერთობლივი გამოსვლების ისტორიაში არაერთ წარმატებას მიღწიეს, რითაც ქართველი მაყურებლების სიმპათია და მხარდაჭერა დაიმსახურეს. მათ წარმატებებს შორის განსაკუთრებულია იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, სენიორებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საპატიო მე-4 ადგილი.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პოზიცია საუკეთესო ათეულში ინდივიდუალური გამოსვლებისას და გუნდური ასპარეზობის მე-6 ადგილი.

"საქართველოს გუნდში ლუკასთან მეწყვილეობა იყო ჩემს კარიერაში დიდი და სასარგებლო გამოცდილება, თუმცა ხანმოკლე. ვაგრძელებ ვარჯიშებს და ახალი ფურცლიდან ვგეგმავ სეზონის დაწყებას", - აცხადებს კარინა საფინა თავის გზავნილში.

0.117921