ფეხბურთი

16:02 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "კვარასთან კავშირი ინსტიქტურია, საოცრად ნიჭიერია და ყველას უყვარს"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა France football-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ნიგერიელმა თქვა, რომ კვარასთან კავშირი ინსტიქტურია და ქართველი ფეხბურთელი ძალიან შეაქო.

„კვარასთან კავშირი ინსტიქტურად დამყარდა. ის საოცრად ნიჭიერი და შესანიშნავი ბიჭია. ყველას უყვარს. არ ვიცი, როგორ დავახასიათო, მაგრამ როგორც კი ვნახე მისი თამაში, მივხვდი, რისი მოტანა შეეძლო გუნდისთვის. გულწრფელად რომ ვთქვა, იტალიაში პირველ სეზონში ისე თამაშობს, რასაც ვხედავთ, მხოლოდ შექებას იმსახურებს, ბრავო!

„ნაპოლიმ“ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მანამდე ასეთი არაფერი მქონდა ნანახი, მთელი ქალაქით გუნდისთვის ცხოვრობს. როდესაც აქ ჩამოვედი, კულიბალის და მერტენსს ვკითხე, ყველაფერი ასე იყო თუ არა, მათ მიპასუხეს, რომ ჯერ კიდევ არაფერი მინახავს. ტიფოზებმა თავდაჯერება მომცეს, რაც საჭიროა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომ გაიხსნას. აქ ჩემთვის იდეალური ადგილია და მგონია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„ნაპოლიში“ თავდამსხმელები პირველი მცველები ვართ, თუ სამი შემტევის ხაზს მეტოქე გადაკვეთს, მწვრთნელი გაგიჟდება. ვარჯიშებზე ამ საკითხებზე ბევრს ვმუშაობთ, ჩვენი ნამდვილი ძალა გუნდურობაა, ფაქტია, რომ სუსტი წერტილი არ გვაქვს. სპალეტი გენიოსია, ჯერ ყველაფერი არ გინახავთ: იმ დღეს, როცა ჩვენი ინსტრუქციების 99%-ს შევასრულებთ, მეტოქეებს გავანადგურებთ”, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია-ოსიმენის წყვილი მიმდინარე სეზონში გამორჩეულია. ნიგერიელის აქტივში 29 მატჩში 25 გოლია, ხოლო ქართველმა 32 შეხვედრაში 14 გოლი და 14 საგოლე პასი მიითვალა.

0.113005