ფეხბურთი

14:28 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სასუოლოს" ფეხბურთელი: "ჩემს პოზიციაზე საუკეთესოები კვარაცხელია და ლეაუ არიან"

„სასუოლოს“ მარცხენა გარემარბი არმან ლორიენტე იტალიის სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს. ფრანგი შესანიშნავ ფორმაშია და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეულია.

Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ მის პოზიციაზე საუკეთესოები ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ არიან.

„იტალიის ჩემპიონატის შესასწავლად დრო არ მქონია. როგორც კი აქ ჩამოვედი, მაშინვე მოედანზე შემიშვეს. ეს არის გუნდი, რომელშიც ჩემი თვისებები ამაღლდა: სისწრაფე და ერთი-ერთზე თამაში. ჩემს ამპლუაში საუკეთესოები კვარაცხელია და ლეაუ არიან. მათნაირი რომ ვიყო, უფრო ეფექტური უნდა გავხდე, დრო მაქვს. კვარა და ლეაუ ეფექტურები არიან, მათი შემყურე ხვდები, როგორ იყენებენ თავიანთ ძლიერ მხარეებს და მალავენ სუსტ მხარეებს“, - თქვა ლორიენტემ.

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის არმან ლორიენტეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.12189