ფეხბურთი

12:37 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვინსენ კომპანის "ბარნლი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

„ბარნლი“ ინგლისის პრემიერლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ვინსენ კომპანის გუნდმა ჩემპიონშიფის 39-ე ტურში გასვლაზე „მიდლსბრო“ 2:1 დაამარცხა, შედეგად, ელიტის საგზური გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონშიფის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი, მაგრამ „ბარნლი“, რომელიც 87 ქულით ლიდერია, მესამეადგილოსან „ლუტონს“ 19 ქულით უსწრებს, თანაც მეტოქეს სეზონის ბოლომდე მხოლოდ 6 თამაში აქვს ჩასატარებელი, რაც მაქსიმუმ 18 ქულით მოპოვების საშუალებას იძლევა. შედეგად, „ბარნლი“ პრემიერლიგაში აღზევდა.

ინგლისურ გუნდს ზაფხულიდან ვინსენ კომპანი ავარჯიშებს, რომლის სამწვრთნელო კარიერა პოზიტიურად დაიწყო, ცხადია, ეს შედეგი მის საქმიანობაში დადებითად შეფასდება.

აქვე ვთქვათ, რომ მეორე ადგილზე „შეფილდ იუნაიტედია“, რომელსაც უახლოეს მდევართან 8 ქულიანი უპირატესობა გააჩნია, თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ასე რომ, პრემიერლიგასთან ისიც ახლოსაა. სამაგიეროდ, დაძაბული ბრძოლა პლეი-ოფის ოთხი ადგილისთვის, სადაც მოხვედრის რეალური შანსი „ლუტონს“, „მიდლსბროს“, „მილუოლს“, „ბლექბერნს“, „ნორვიჩს“, „პრესტონს“, „ქოვენთრისა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ აქვთ.

0.118723