ფეხბურთი

11:57 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "ნაპოლისთან" მოსაგებად გენიალური არაფერი გამიკეთებია"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ემპოლისთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა კარგად ითამაშა, უბრალოდ ბურთს კარში შესვლა არ სურდა.

პიოლიმ ასევე ისაუბრა „ნაპოლისთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე და ცვლილებები დააანონსა.

„ეს არ არის ის შედეგი, რომელიც გვსურდა და პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, მაგრამ დიდი ინტენსივობით და შესანიშნავი პრესინგით ვითამაშეთ. მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და მეორე ტაიმში მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ბურთს კარში შესვლა არ სურდა. ვხედავ, რომ საუკეთესო ფორმაში ვბრუნდებით. შედეგი უარყოფითია, თუმცა თამაშის ხარისხი არა. ჩემი აზრით, ჩვენს ჩვეულ დონეს ვუბრუნდებით, ჩვენი თამაში უმჯობესდება.

როგორ მოვუგეთ „ნაპოლის“? გენიალური არაფერი გამიკეთებია. გუნდს ხვალ დილით ვეტყვი, რომ ნეაპოლში ქულები მათზე მეტად გვჭირდებოდა და ოთხშაბათსაც დიდი მოტივაცია გვექნება. ორივე გუნდი დიდი ენერგიით ითამაშებს. ველოდები ძლიერ „ნაპოლის“, რომელსაც შეუძლია პრობლემების შექმნა, ამიტომ რაღაც ცვლილებები იქნება, როგორც დაცვით ფაზაში, ისე შეტევით ფაზაში.

ჩემპიონთა ლიგაზე „სან სიროზე“ თამაში ფანტასტიკურია, თუმცა, ზოგჯერ ხდება, რომ როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე დიდ ენერგიას ხარჯავ, ჩემპიონატში გიჭირს, რაც ჩვენს შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.115377