ფეხბურთი

1:31 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მილანური გუნდების ცუდი დღე სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ლეჩე“ მძიმე ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა, სამაგიეროდ, მილანურმა გუნდებმა ვერ მოიგეს.

„ინტერმა“ „ბენფიკასთან“ მეოთხედფინალამდე სალერნოში, „სალერნიტანას“ ვერ აჯობა. არადა, სიმონე ინძაგის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გილერმო ოჩოამ 10 დარტყმა მოიგერია! გარდა ამისა, ერთხელ ნიკოლო ბარელამ ბურთი ძელს გაარტყა, რომელუ ლუკაკუმ 2 მეტრიდან ცარიელ კარში ხარიხა შეაზანზარა, ხოლო ერთხელაც მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

„ინტერი“ მეექვსე წუთზე რობინ გოსენსმა დააწინაურა, მერე ბევრი საგოლე მომენტი გაანიავა, ხოლო 90-ე წუთზე გოლი გაუშვა. გოლი, რომელიც საოცარი იყო! ანტონიო კანდრევამ ყოფილ გუნდს დაუჯერებელი დისტანციიდან გაუტანა. იტალიელმა მატჩის მერე აღიარა, რომ საჯარიმოში ჩაწოდება სურდა, მაგრამ გაუმართლა. „ინტერისთვის“ ეს იყო ზედიზედ მე-4 მოუგებელი მატჩი სერია A-ში, სამაგიეროდ, პოზიტივი ისაა, რომ 3-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. „ნერაძური“ 51 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ვერ მოიგო „მილანმაც“. „ნაპოლისთან“ ფეერიული 4:0-ის შემდეგ შინ „ემპოლის“ ვერაფერი დააკლო და ნულოვან ფრეს დასჯერდა. „როსონერი“ უპირატესობას ფლობდა, თუმცა, არაფერი გამოუვიდა. ბოლოს ოლივიე ჟირუმ გაიტანა, მაგრამ გოლი გაუქმდა, რადგან ხელით გაიტანა. „მილანს“ 52 ქულით მესამე ადგილი უკავია.

თუმცა, ორივე მილანურ გუნდს ამ ტურის დასრულების შემდეგ ოთხეულს მიღმა დარჩება ემუქრება, რადგან მათი კონკურენტები შაბათს ითამაშებენ.

„სალერნიტანა“ – „ინტერი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 გოსენსი (6), 1:1 კანდრევა (90)

„მილანი“ – „ემპოლი“ 0:0 (0:0)

0.139714