ფეხბურთი

19:50 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დინო ძოფი: "სერია A-ში ცალსახად ყველაზე მეტად კვარაცხელია მომწონს"

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარე დინო ძოფმა განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონატში დღეს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია მოსწონს. გარდა ამისა, მან თავის საყვარელ გუნდზეც ისაუბრა.

„რომელია ჩემი საყვარელი გუნდი? სპორტსმენი ვარ და არა გულშემატკივარი. სადაც ვითამაშე, ყველგან კარგი მოგონებები მაქვს. მიხარია იმ გუნდების წარმატებას რომ ვხედავ, სადაც ვითამაშე, მაგრამ ყოველთვის მინდა, რომ საუკეთესომ მოიგოს. ბავშვობაში „იუვენტუსის“ ქომაგი ვიყავი, თუმცა ვფიქრობ, რომ სადაც ვიყავი, ყველგან ყოველთვის კარგად მეპყრობოდნენ.

„ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ორივე გუნდისთვის სახიფათოა. „ნაპოლიმ“ აქამდე ყველაფერი ზღაპრულად გააკეთა, მაგრამ ერთი მატჩი მისთვის ცუდად წარიმართა. ფავორიტს ვერ ვხედავ, „ნაპოლიმ“ აჩვენა თავისი ძალა, თუმცა, ბოლო თამაშმა „მილანს“ მეტი თავდაჯერება მისცა, მაგრამ ოდნავი უპირატესობა ისევ „ნაპოლის“ მხარეს რჩება.

რომელი ფეხბურთელი მომწონს ყველაზე მეტად სერია A-ში? ცალსახად, კვარაცხელია“, - თქვა ძოფმა.

შეგახსენებთ, რომ დინო ძოფმა კარიერის განმავლობაში „უდინეზეში“, „მანტოვაში“, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსში“ ითამაშა, ხოლო მწვრთნელად „იუვეში“, „ლაციოში“, „ფიორენტინასა“ და იტალიის ნაკრებში მუშაობდა.

0.116435