ფეხბურთი

17:30 | 7.04.2023 | ნანახია NaN - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე? ფეხბურთი გუნდური სპორტია, არ მინდა, ინდივიდებზე ვისაუბრო"

„მეცის“ მთავარ მწვრთნელ ლაშლო ბოლონის „პოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძის მნიშვნელობაზე შეკითხვა დაუსვეს, მაგრამ რუმინელმა სპეციალისტმა მაინც უფრო გუნდურ მუშაობას გაუსვა ხაზი:

„ეს გუნდური სპორტია, ამიტომ არ მინდა ინდივიდებზე გავამხვილო ყურადღება. გიორგის ესმის ჩემი, როცა ამას ვამბობ, რადგან მიყვარს და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში 15 გოლით პირველ ადგილზეა. მიქაუტაძის ღირებულება 6 მილიონი ევრო გახდა, რის შედეგადაც ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:29 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ

მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ

13:27 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა? ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064739
სარეკლამო ადგილი - 99
X x X