რაგბი

15:31 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპამ ტურნირის სიმბოლურში მხოლოდ 5 ქართველი მორაგბე შეიყვანა

რაგბი ევროპამ აწ დასრულებული სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ 5 მორაგბე მოხვდა.

ტურნირის სიმბოლურში შალვა მამუკაშვილი, აკა ტაბუცაძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და გიორგი ცუცქირიძე მოხვდნენ. საინტერესოა, რომ ასევე 5 მორაგბითაა სიმბოლურში წარმოდგენილი პორტუგალიის ნაკრები. საუკეთესო 15-ეულში ასევე ორი ესპანელი და სამი რუმინელი მორაგბეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშება მე-15-ედ მოიგო. ტურნირი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, „ბორჯღალოსნებმა“ კი ფინალში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს.

0.11557