ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო მაკარონემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ასეთი სტილის ფეხბურთელი სერია A-ს დიდი ხნის განმავლობაში აკლდა.
„ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. მისნაირი მოთამაშე იტალიაში მრავალი წლის განმავლობაში გვაკლდა. მენეჯერებმა ძალიან კარგად იმუშავეს, როგორც კვარაცხელიას, ისე კიმის შემთხვევაში, რომლებიც „ნაპოლისთვის“ გადამწყვეტი ფეხბურთელები არიან“, - თქვა მაკარონემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.