კალათბურთი

11:13 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" ისევ წააგო, გოგამ 21 წუთი ითამაშა (+VIDEO)

NBA-ს პლეი-ოფში ვერც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" გადის, რომელმაც დღეს "კლივლენდ კავალიერსთან" მორიგი მატჩი ჩაატარა, თუმცა წინა შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც დამარცხდა. წინა შეხვედრის მსგავსად, ქართველის გუნდმა მხოლოდ პირველი პერიოდის მოგება შეძლო, საბოლოოდ კი 24-ქულიანი სხვაობით - 94:118 წააგო.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა არასრული 21 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 7 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება იყო. ბითაძემ 7-დან ზუსტად 3 სროლა გამოიყენა, მათ შირის 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ააცილა და 2-დან ერთი ჯარიმა გამოიყენა.

"ორლანდო მეჯიქიდან" ყველაზე მეტი - 22 ქულა ჯელენ საქსს ჰქონადა, ხოლო "კლივლენდიდან" დენი გრინი (21) და ჩედი ოსმანი (19) გამოირჩნენ.

ქართველის გუნდს 34 მოგების წილ 46 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს "ბრუკლინთან" ჩაატარებენ.

0.103639