კალათბურთი

10:36 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სან ანტონიომ" მოიგო და ისტორიულ ანტირეკორდს გადაურჩა, მამუკელაშვილმა 21 წუთი ითამაშა (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგურალური სეზონის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, მორიგ მატჩში კი "სან ანტონიო სპურსი", სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს "პორტლენდს" შეხვდა და მეტოქეს დაძაბულ შეხვედრაში 129:127 აჯობა.

„სპურსისთვის“ ეს ისტორიული შეხვედრა იყო – გუნდმა პირველად ითამაშა ქალაქ ოსტინში (სულ ოთხ შეხვედრას გამართავს), ხოლო 21-ე გამარჯვებით თავიდან ისტორიული ანტირეკორდი აიცილა: 1997 წელს „სან ანტონიომ“ სეზონი 20 გამარჯვებით დაასრულა და იმავე წელს დრაფტზე ტიმ დანკანი აიყვანა.

გადამწყვეტი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც ქართველის გუნდმა 13-ქულიანი სხვაობით 37:24 მოიგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ამ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. პარკეტზე 21:03 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.

სანდრომ 8-დან ზუსტად მხოლოდ 2-ჯერ ისროლა, რომელთაგანაც მხოლოდ 2 ორქულიანი ჩააგდო, 4, ორქულიანი, 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო კი ააცილა. მამუკელაშვილს პერსონალური ფოლი არ მიუღია, +- მაჩვენებელი კი +1 გამოუვიდა.

ყველაზე შედეგიანი კეიტა ბეიტს-დიოპი იყო, "სან ანტონიოს" 27 წლის ფორვარდმა 26:16 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, დამარცხებულთაგან კი კევინ ნოქსი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა შესძინა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდს 21 მოგების საპირისპიროდ 59 მარცხი აქვს და ბოლოსწინა მე-14 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 8 აპრილს, მინესოტასთან ჩაატარებს.

0.118288