ჩოგბურთი

0:38 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი: ჩოგბურთს რუსებისთვის და ბელარუსებისთვის თამაში უნდა აეკრძალა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი იგა სვიატეკი ამბობს, რომ ჩოგბურთს შეეძლო, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელებისთვის ტურნირებზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა და ამით, მოსკოვისთვის უკრაინაში შეჭრის გამო, მკაცრი მესიჯი გაეგზავნა.

უიმბლდონმა გასულ სეზონში, ამ ორი ქვეყნის ჩოგბურთელებს, ტურნირზე თამაში აუკრძალა. მსგავსი რამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არ მომხდარა. მაშინ ტურნირზე გამოსვლა გერმანელ, იტალიელ და იაპონელ ჩოგბურთელებს აუკრძალეს.

„მეორე მსოფლიო მის შემდეგ, გერმანელ, იტალიელ და იაპონელ ჩოგბურთელებს, ტურნირზე გამოსვლის უფლება არ მისცეს. ვფიქრობ, მსგავსი აკრძალვა რუსეთის მთავრობას დააფიქრებდა იმაზე, რომ ამის გაკეთება არ ღირს. ჩვენ მხოლოდ ათლეტები ვართ, მსოფლიოს მცირე ნაწილი. მაგრამ სპორტი მნიშვნელოვანია და მას ყოველთვის იყენებენ პროპაგანდისთვის. ჩოგბურთს თავიდანვე შეეძლო ეჩვენებინა, რომ ჩოგბურეთელები ომის წინააღმდეგნი არიან. მაგრამ ჩოგბურეთი ამ გზით არ წავიდა. დღეს კი ამის გაკეთება, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელებისთვის უსამართლობა იქნება, რადგან ეს გადაწყვეტილება შარშან იყო მისაღები“, - ამბობს პოლონელი ჩოგბურთელი.

რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები, ტურზე და დიდი სლემის ტურნირებზე, ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობენ. ბელარუსი არინა საბალენკა, ვინც ამ სეზონში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, ამბობს, რომ უკვირს, როდესაც გასახდელში ზიზღით უყურებენ.

სვიატეკის თქმით, გასახდელში „საკმაოდ დაძაბული“ სიტუაციაა ხოლმე. მაგრამ დასძენს, რომ ეს ყოველივე, ჩოგბურთელების ბრალი არაა. ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს ვერ ახერხებენ.

0.124625