„დინამო ბათუმისა“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე იტალიურმა მედიამ „ფროზინონეს“, რომელიც სერია B-ს ლიდერია, ისევ დაუკავშირა.
Tuttomercatoweb-ი იტყობინება, რომ „ფროზინონეს“ ხელმძღვანელობა უკვე მომავალზე ფიქრობს, შედეგად, სპორტული დირექტორი გუიდო ანჯელოცი უკვე ზრუნავს იმაზე, თუ როგორ გააძლიეროს შემადგენლობა.
წყაროს თანახმად, იტალიური კლუბი სულ უფრო უახლოვდება „დინამო ბათუმიდან“ 19 წლის შემტევის ტრანსფერს, მაგრამ დეტალებზე არაფერს წერს. აღნიშნული გამოცემა გვამცნობს, რომ „ფროზინონე“ სერია A-ში გადასვლის შემთხვევაში გარიგებას წარმატებით დახურავს.
„ფროზინონეს“ მწვრთნელი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფაბიო გროსოა, მისი გუნდი კი სერია B-ს 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და დიდი შანსია, მომდევნო სეზონი სერია A-ში ითამაშოს. გიორგი კვერნაძემ მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა.