საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სან მარინოში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე შეხვედრა ჩაატარა, სადაც მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დამაჯერებლად - 1:4 მოუგო.
მატჩში ანგარიში სამეულ ფორჩელინიმ გახსნა, რომელმაც სტანდარული სიტუაციის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სხვაობა ორამდე ნიკა სურგულაძემ გაზარდა, რომელმაც თითქმის მოედნის ცენტრის ხაზიდან, ბურთი სან მარინოელთა კარში მოათავსა.
მესამე გოლი თავური დარტყმით დავით გოგილაშვილმა გაიტანა, 16-წლამდე ნაკრების რვიანი გიგა ნიკვაშვილის ჩამოწოდებულ კუთხურს ზუსტად გამოეხმაურა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დამატებული დროის პირველ წუთზე, გიორგი მჟავანაძემ დააფიქსირა - 1:4.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურნირის პირველ მატჩში, გიორგი ჩიტაურის გუნდმა მონტენეგროს - 2:0 სძლია. ტურნირის გამარჯვებულის ბედს, 9 აპრილს სლოვენიასთან გასამართი მატჩი გადაწყვეტს, გუნდთან, რომელსაც 2 ტურის შემდეგ ასევე 6 ქულა აქვს.
NAKREBI.GE