ფრანგული „მეცისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.
Transfermarkt-მა მონაცემები საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის განაახლა. შედეგად, მიქაუტაძის ფასი გაორმაგდა: თუ აქამდე 3 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა 6 მილიონი ევრო ღირს.
მიქაუტაძე „მეცსა“ და ზოგადად, ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. საქართველოში კი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას (85 მილიონი) და გიორგი მამარდაშვილს (25 მილიონი) ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში 15 გოლით პირველ ადგილზეა.