„პარი სენ ჟერმენს“ კილიან მბაპე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. მიზეზი კი 2023-2024 წლების სეზონისთვის ბილეთების აბონემენტების პრომოვიდეო გახდა, რომელშიც მთლიანი აქცენტი მბაპეზეა გაკეთებული.
როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, არ ეთანხმება ვიდეოს არსს, რადგან ეს არის დიდი კლუბი და არა კილიან სენ ჟერმენი.
„ახლახან ვუყურე აბონემენტების კამპანიის ვიდეოს. ინტერვიუს დროს ჩემი თანამოსაუბრისგან ამაზე ინფორმაცია არ მქონია, ეს უფრო ჩვეულებრივი ინტერვიუ იყო, ვიდრე მარკეტინგული. პსჟ დიდი კლუბია, დიდი ოჯახი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, არ არის კილიან სენ ჟერმენი“, - დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.
ამ გაუგებრობის შემდეგ უცხოური მედია კიდევ ერთხელ აქტიურად ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულში დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი გასულ ზაფხულს 2025 წლამდე გაახანგრძლივა.