ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ფრენკ ლამპარდი დაინიშნა. ინგლისურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ლამპარდი „ჩელსის“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. 44 წლის სპეციალისტი „არისტოკრატებს“ დაუბრუნდა, სადაც 2001-2014 წლებში თამაშობდა და კლუბის ერთ-ერთი ლეგენდაა.
გარდა ამისა, ლამპარდი ლონდონელთა მწვრთნელად 2019-2021 წლებში მუშაობდა და 2020 წელს გუნდი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა.
ფრენკ ლამპარდი ბოლოს „ევერტონში“ მუშაობდა, მანამდე კი იმავე „ჩელსის“ და „დერბი ქაუნთის“ ავარჯიშებდა. „ჩელსი“ პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა და მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალშია, სადაც „რეალს“ დაუპირისპირდება.
ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ „ჩელსის“ ზაფხულში იულიან ნაგელსმანი ან ლუის ენრიკე ჩაიბარებს.