ფეხბურთი

15:39 | 6.04.2023 | ნანახია 0 - ჯერ

მოურინიუც საუდის არაბეთში?

„რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს - წერს Il Corriere dello Sport.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის შეიხებმა 60 წლის პორტუგალიელს სამი გუნდის არჩევანი შესთავაზეს: ეროვნული ნაკრები, „ალ-ნასრი“ და „ალ-აჰლი.“

ისინი „მოუს“ ორწლიან კონტრაქტში 120 მილიონ ევროს სთავაზობენ.

მწვრთნელის მოქმედი კონტრაქტი „რომასთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მოურინიუ იტალიურ კლუბს 2021 წლის მაისიდან წვრთნის. „რომასთან“ ერთად პორტუგალიელმა 2021/2022 წლების კონფერენს ლიგა მოიგო.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში „რომა“ 28 ტურის შემდეგ 50 ქულით მეხუთე ადგილზეა. ევროპა ლიგის მეოთხედფინალში კი „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.06314
სარეკლამო ადგილი - 99
X x X