„პარი სენ-ჟერმენი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანელ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან - წერს ტვიტერში ჟურნალისტი აბდელა ბულმა.
წყაროს ცნობით, პარიზელთა ხელმძღვანელობას მომავალ სეზონში გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლის, კრისტოფ გალტიეს იმედი არ აქვს და უკვე ჰქონდა პირველი კონტაქტები გერმანელ სპეციალისტთან, რომელიც ახლახან დაითხოვეს მიუნხენის „ბაიერნიდან.“ საინტერესოა, რომ ნაგელსმანი ასევე ლონდონის „ჩელსის“ მწვრთნელობის კანდიდატიცაა.
35 წლის იულიანს შვიდწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს გერმანული ბუნდესლიგის გუნდებში. მანამდე ახალგაზრდა სპეციალისტი „ჰოფენჰაიმს“, „ლაიფციგსა“ და „ბაიერნს“ ედგა სათავეში.