ფეხბურთი

13:24 | 6.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს

იტალიური „მონცას" პრეზიდენტი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი ლეიკემიით დაავადდა - წერს Corriere della Sera.

გუშინ, 5 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ 86 წლის პოლიტიკოსი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისა და სუნთქვის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ეს ჰოსპიტალიზაცია ბერლუსკონისთვის მეორე გახლდათ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ლეიკემია პოლიტიკოსს კლინიკაში პირველი ვიზიტის დროს აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონი „მილანს“ 1986-2016 წლებში ფლობდა, 2018 წელს კი „მონცა“ შეიძინა.

პოლიტიკოსი არის პარტია „წინ იტალიის“ ლიდერი, ის სამჯერ იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი (1994, 2001-2006 და 2008-2011 წლებში).

0.11256