ფეხბურთი

10:07 | 6.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი მადრიდის „რეალთან" მარცხზე: „ეს არ არის ჩემი ყველაზე ცუდი ღამე, უარესებიც ყოფილა“

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ ესპანეთის თასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან" (0:4) გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ეს არ არის ჩემი ყველაზე ცუდი ღამე. გუნდმა ინდივიდუალურობა მატჩის პირველი ნახევრის განმავლობაში შეინარჩუნა. უარესი ღამეებიც განმიცდია, როცა ტურნირებს არ ვთამაშობდით. უნდა გვახსოვდეს, სად ვიყავით შარშან. ესპანეთში ტიტულების მოსაპოვებლად „რეალი" უნდა დაამარცხო. მართალია, მძიმე ღამეა, მაგრამ პოზიტიურები უნდა ვიყოთ.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს AS.

ორი მატჩის შედეგად „რეალმა“ „ბარსელონა“ 4:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ მატჩში „სამეფო კლუბი“ „ოსასუნას“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ატლეტიკს“ მოუგო.

0.122049