ფეხბურთი

2:15 | 6.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

Tuttomercato: სეზონის ბოლოს "ნაპოლი" კვარაცხელიას აგენტს შეხვდება

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ბოლო დღეებში პრაქტიკულად რამდენჯერმე უარყო ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლების შესაძლებლობა, მაგრამ იტალიური მედია სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს.

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რათა ქართველი ფეხბურთელის სიტუაცია შეაფასოს.

იტალიელები ხვიჩას გაყიდვას დამდეგ ზაფხულს არ აპირებენ, მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, რომლის მიხედვით, კვარა რამდენიმე გრანდს დაუკავშირეს. ნეაპოლელთა მიზანი უცვლელია - კონტრაქტის 2028 წლამდე განახლება და ხელფასის მომატება.

თუმცა, ამის შესახებ მხარეები სეზონის ბოლოს იმსჯელებენ, როდესაც „ნაპოლი“ დასახულ მიზნებს მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.

1.50124