ფეხბურთი

22:08 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯანფრანკო ძოლა: "კვარაცხელია ძალიან ტექნიკური, მაგრამ გუნდური მოთამაშეა"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ქართველი შემტევი ყველაზე მეტად ჯორჯ ბესტს აგონებს. ძოლა ფიქრობს, რომ კვარა ძალიან ტექნიკურია, მაგრამ ამავდროულად გუნდური ფეხბურთელიც.

„გამიმართლა, რომ „ნაპოლის“ მეორე სკუდეტო მეც მოვიგე, ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. უზომოდ ბედნიერი ვიქნები, თუ გუნდი მესამედ გაჩემპიონდება, ნეაპოლელები ამ ზეიმს იმსახურებენ. როცა სპალეტის გუნდის თამაშს ვუყურებ, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს: რა მშვენიერია! „ნაპოლის“ სიძლიერე არა ინდივიდებში, არამედ გუნდურობაშია.

„კვარა ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ ასეე გუნდური მოთამაშეც. მას აქვს სწორი ხასიათი და პროგრესირებს, არასოდეს გაჩერებულა. ჯორჯ ბესტს მაგონებს“, - თქვა ჯანფრანკო ძოლამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანფრანკო ძოლა „ნაპოლიში“ 1989-1993 წლებში თამაშობდა და 136 მატჩში 36 გოლი გაიტანა. მან კარიერის განმავლობაში ასევე ითამაშა „პარმაში“, „ჩელსისა“ და „კალიარიში“.

0.107935