ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა სპორტის მილიარდერთა სია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მდიდარი სპორტსმენები და მფლობელები არიან დასახელებული, მათში კი მხოლოდ ორი სპორტსმენი, ლებრონ ჯეიმსი და ტაიგერ ვუდსი მოხვდნენ.
ყოველწლიურად პოპოულარული გამოცემა სპორტის მილიარდერთა სიას აქვეყნებს, წელს კი ამ სიაში 12 სპორტთან დაკავშირებული პიროვნებაა დასახელებული. 12 ადამიანიდან 10 სხვადასხვა სპორტული გუნდის მფლობელია, ორი სპორტსმენი კი ლებრონ ჯეიმსი და ტაიგერ ვუდსი არიან. NBA-ის და „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის ქონება ზუსტად 1 მილიარდს შეადგენს და ამ სიაში ის მე-11 ადგილზე იმყოფება, ფორმულა 1-ის გუნდის, „მერსედესის“ მფლობელის, ტოტო ვოლფის შემდგომ. გოლფის ვარსკვლავის, ტაიგერ ვუდსის ქონება კი 1.1 მილიარდს შეადგენს და ის სწორედ ლებრონ ჯეიმსის წინაა რეიტინგში.
ყველაზე მდიდარ სპორტულ პიროვნებად ამერიკული ფეხბურთის გუნდის, „ნიუ იორკ ჯეტსის“ მფლობელი, რობერტ „ვუდი“ ჯონსონი ითვლება, რომლის ქონებაც 3.4 მილიარდს ითვლის.
სპორტთან დაკავშირებული 12 მდიდარი პიროვნების სია:
1. რობერტ „ვუდი“ ჯონსონი - 3.4 მლრდ. (ნიუ იორკ ჯეტსი, ამერიკული ფეხბურთი)
2. ლარი ტანენბაუმი - 2 მლრდ. (ტორონტო - ფეხბურთი, მეიპლ ლიფსი - ჰოკეი, რეპტორსი - კალათბურთი)
3. დევიდ ბლიტცერი - 1.9 მლრდ. (კლივლენდ გარდიანსი - ბეისბოლი, კრისტალ პალასი - ფეხბურთი, ნიუ ჯერსი დევილსი - ჰოკეი, ფილადელფია სიქსერსი - კალათბურთი, პიტსბურგ პინგვინსი - ჰოკეი)
4. მარკ დეივისი - 1.9 მლრდ. (ლას ვეგას რეიდერსი, ამერიკული ფეხბურთი)
5. ემი ადამს სტრანკი - 1.7 მლრდ. (ტენესი ტაიტენსი, ამერიკული ფეხბურთი)
6. ირვინგ გრაუსბეკი - 1.6 მლრდ. (ბოსტონ სელტიქსი, კალათბურთი)
7. ჰალ შტაინბრენერი - 1.3 მლრდ. (ნიუ იორკ იანკისი, ბეისბოლი)
8. ჯენიფერ შტაინბრენერ სვინდალი - 1.3 მლრდ. (ნიუ იორკ იანკისი, ბეისბოლი)
9. ჯესიკა შტაინბრენერი - 1.3 მლრდ. (ნიუ იორკ იანკისი, ბეისბოლი)
10. ტაიგერ ვუდსი - 1.1 მლრდ. (მოთამაშე) (გოლფი)
11. ლებრონ ჯეიმსი - 1 მლრდ. (მოთამაშე) (კალათბურთი)
12. ტოტო ვოლფი - 1 მლრდ. (ფორმულა 1)