ფეხბურთი

14:08 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე მოლაპარაკებების გასამართად ლონდონში ჩაფრინდა

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი, ლუის ენრიკე ლონდონში ჩაფრინდა, რათა „ჩელსისთან“ მოლაპარაკებები გამართოს.



ლონდონურმა კლუბმა გრემ პოტერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის გამოც „ჩელსის“ გუშინ, „ლივერპულთან“ გამართულ შეხვედრაში ბრუნო სალტორმა უხელმძღვანელა.

ლონდონური კლუბის რადარზე რამდენიმე სპეციალისტის სახელმა გაიჟღერა, ლუის ენრიკესა და იულიან ნაგელსმანის ვარიანტები კი ყველაზე ხშირად გვხვდებოდა. ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ჩელსისთან“ მოლაპარაკებების გასამართად ლონდონში სწორედ ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ჩავიდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ უმუშევარია.

რამდენიმე დღის წინ თავად ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ პრემიერლიგურ გუნდს სიამოვნებით გაწვრთნიდა, ამ ფაქტების გათვალისწინებით, კი დიდი შანსია, რომ 52 წლის სპეციალისტი სწორედ „ჩელსის“ ჩაუდგეს სათავეში.

0.125156