გუშინ, ფრანგულ მედიაში დავით ნინიაშვილის ტრავმის სიმძიმის შესახებ გაირკვა, რომ ის დაახლოებით 6 კვირას იუქმებდა, თუმცა უახლესი ინფორმაციით, მას ტერფის მოტეხილობა აწუხებს და 3 თვეს გამოტოვებს.
დავით ნინიაშვილმა სარაგბო ჩელენჯ ქაფის 1/8 ფინალურ შეხვედრაში „სტად ფრანსეს“ წინააღმდეგ 50-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. გუშინ „ლიონმა“ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ქართველი უკანახაზელი დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებდა, თუმცა დღეს, ფრანგულ მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა: დავით ნინიაშვილის ტერფის მოტეხილობა აქვს და დაახლოებით 3 თვეს გამოტოვებს.
ეს რა თქმა უნდა სამწუხარო ინფორმაციაა „ლიონისთვის“, რომელსაც ქართველი როგორც TOP 14-ში, ასევე ჩელენჯ ქაფზეც ძალიან გამოადგებოდა, სადაც სწორედ „სტად ფრანსეს“ დამარცხების შემდეგ გავიდა მომდევნო ეტაპზე. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, „ბორჯღალოსნებს“ მსოფლიო თასის წინ გასამართი ტესტები აგვისტოში აქვს დანიშნული. პირველადი ინფორმაციით, ნინიაშვილი იმ დროისთვის გამოჯანმრთელებული იქნება, თუმცა გასარკვევია ის, თუ რამდენ ხანს გასტანს რეაბილიტაციის პერიოდი.