ფეხბურთი

11:41 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

“კოპა დელ რეის“ პირველი ფინალისტი ცნობილია

ესპანეთის სამეფო თასზე პირველი ნახევარფინალური წყვილიდან გამარჯვებული გამოვლინდა: ეს პამპლონას „ოსასუნაა“, რომელმაც „ბილბაო“ დაამარცხა.



„ოსასუნასა“ და „ბილბაოს“ პირველი მატჩი პამპლონელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი მცირე უპირატესობით ჩადიოდნენ ბასკეთში.

„ბილბაომ“ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და 33-ე წუთზე ინიაკი უილიამსმა მიკელ ვესგას პასის შემდეგ, ანგარიშიც გახსნა.

მეორე ტაიმში გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა მათგანმა მოახერხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

ექსტრა ტაიმებში ბასკურმა გუნდმა კვლავ განაგრძო აქტიურობა, მომენტებიც შექმნა, თუმცა 116-ე წუთზე მონკაიოლას გაკეთებულ გადაცემას პაბლო იბანიესი გამოეხმაურა და საკმაოდ ლამაზი გოლიც გაიტანა. „ბილბაომ“ დარჩენილ დროში ვეღარ შეძლო ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება და საბოლოოდ, ფინალის საგზური „ოსასუნამ“, ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

სამეფო თასის ფინალში პამპლონელთა მეტოქე დღეს, „ელ კლასიკოში“ გაირკვევა. პირველი შეხვედრა „ბარსელონას“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 აქვს მოგებული.

0.116395