კალათბურთი

10:33 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა კარგად ითამაშა და ორმაგი დუბლის შესასრულებლად 2 მოხსნა დააკლდა

კარგი შეხვედრა ჰქონდა NBA-ის კიდევ ერთ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილსაც, რომელმაც თავი „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოიჩინა.



მამუკელაშვილმა არიზონელთა წინააღმდეგ მატჩი კვლავ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, 28:30 წუთი ითამაშა და თავი 13 ქულას, 8 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

ქართველმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. „სან ანტონიო სპურსი“ ძლიერ მეტოქესთან 94:115 დამარცხდა.

შეხვედრაში გამორჩეული დევინ ბუკერისა და კრის პოლის წყვილი იყო, რომელთაც 27-27 ქულა ჩააგდეს. „სპურსის“ შემადგენლობაში 21 ქულით თავი 19 წლის მალაკი ბრენჰემმა გამოიჩინა.

მომდევნო მატჩში ქართველის გუნდი, რომელსაც 20 მოგება და 59 მარცხი აქვს, 7 აპრილს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099764