„ფულჰემის“ თავდამსხმელი ალექსანდრ მიტროვიჩი 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ეს გადაწყვეტილება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
მიტროვიჩი ინგლისის თასზე „მანჩესტერთან“ შეხვედრაში გააძევეს, რის შედეგადაც მთავარ მსაჯზე გაიწია, სწორედ ამიტომ გამოუწერეს 8-მატჩიანი სასჯელი. გარდა ამისა, სერბი 70 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. მიტროვიჩმა უკვე გამოტოვა „ბორნმუთთან“ შეხვედრა, რის გამოც მომდევნო 7 მატჩს გამოტოვებს.
ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი მარკო სილვა, ამასთან, „ფულჰემს“ ფულადი ჯარიმაც დაეკირა.
აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრ მიტროვიჩმა მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრაში 12 გოლის გატანა შეძლო.