კარლო ანჩელოტის შვილი დავიდე ანჩელოტი შესაძლოა „ბაზელის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. 33 წლის იტალიელის მიწვევას შვეიცარიული კლუბი გეგმავს.
კლუბის ხელმძღვანელობა ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბის მუშაობით უკმაყოფილოა და ალექსანდრ ფრაის შეცვლას აპირებს. მის ნაცვლად კი, ანჩელოტის შვილის მიწვევას გეგმავს, რომელიც რამდენიმე წელია მამის ასისტენტია, თუმცა, მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
„ბაზელი“ შვეიცარიის ჩემპიონატში 26 ტურის შემდეგ მხოლოდ მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „იანგ ბოისს“ 20 ქულით ჩამორჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღრუსების ყველა გუნდი გავარდა კოეფიციენტებით პორტუგალია ბენფიკა პორტუ გაასწრებენ
ფეხბურთელებს რომ ყიდულობდეთ და პაპაჩემის ტოლა რიბერიზე არიყოთ დამოკიდებული ეგ უფრო კაი იქნებოდა
ალბათ მაგაზე ოცნებობ ამდენი წელი მაგიტო მიდიხარ უკან