ფეხბურთი

19:41 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "რეალის" ორმატჩიან დუელში დამარცხება ძალიან რთული იქნება"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალის წინ, რომელშიც მისი გუნდი მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მიუხედავად პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობისა, „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვება ძალიან რთული იქნება.

„მაქვს განცდა, რომ ძალიან რთულია „რეალის“ ორმატჩიან დუელში დამარცხება. როდის წააგეს მათ ბოლოს ორმატჩიანი დუელი? ამიტომაც, მიმაჩნია „რეალი“ ფავორიტად მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში 1:0 მოვიგეთ. მადრიდის „რეალი“ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ვეცდებით დომინირებას, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 5 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115741