ფეხბურთი

18:46 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ოსიმენს ბენზემას შემცვლელად განიხილავს

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მადრიდის „რეალის“ ინტერესის ქვეშაა. ამის შესახებ ტელეკომპანია Rai-ის ჟურნალისტი ჩირო ვენერატო იტყობინება.

როგორც მან იტალიურ მედიას განუცხადა, ნიგერიელ ფეხბურთელს მადრიდელები კარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილავენ. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია.

ოსიმენს ასევე აქტიურად უკავშირებენ „პარი სენ ჟერმენს“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“. ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისი მას 100 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ შეელევა.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102187