ფეხბურთი

17:25 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერჟ გნაბრიმ შესაძლოა "ბაიერნი" დატოვოს

სერჟ გნაბრიმ შესაძლოა ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნი“ დატოვოს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

გერმანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში არასტაბილურად თამაშობს და ის, როგორც ჩანს, არც ტომას ტუხელის გეგმებში შედის. ტუხელს „ჩელსიდან“ მეისონ მაუნთის გადაბირება სურს, შედეგად, გნაბრის „რეკორდმაისტერის“ დატოვება შეიძლება მოუწიოს.

სერჟ გნაბრი „ბაიერნში“ 2017 წლიდან თამაშობს და 207 მატჩში 76 გოლი გაიტანა, 50-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. მანამდე გერმანელი შემტეი „არსენალში“, „შტუტგარტსა“ და „ვერდერში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11077