ავტოსპორტი

16:06 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავტოსპორტში საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი 5 აპრილს ჩატარდება

ავტოსპორტში საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი 5 აპრილს ჩატარდება. მრბოლელები ამჯერად დიდ ბრიტანეთში მდებარე სილვერსტოუნის ტრასაზე იასპარეზებენ. გასული ოთხი ეტაპის შედეგად ჩემპიონატში ლიდერთა სამეული გამოიკვეთა. საერთო ჩათვლას ერთდროულად ორი მრბოლელი, არჩილ ციმაკურიძე და სანდრო შამანიდი 85-85 ქულით ლიდერობენ. მესამე ადგილს 75 ქულით სანდრო თავართქილაძე იკავებს.

ჩემპიონატი სულ 6 ეტაპისგან შედგება, დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება ჯერ ვერც ერთმა მონაწილემ ვერ შეძლო რადგან პირველი 4 რბოლა ოთხმა სხვადასხვა მრბოლელმა მოიგო.

გამარჯვებულები:

I ეტაპი: მიშო ცისკარიძე

II ეტაპი: სანდრო თავართქილაძე

III ეტაპი: არჩილ ციმაკურიძე

IV ეტაპი: ივანე მამაცაშვილი

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი ავტოსპორტში კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებით 2020 წლიდან ტარდება, მისი გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110465