ჭადრაკი

15:37 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებური ჭადრაკის ტურნირზე კვლავ დავით ლომსაძემ იმარჯვა

საერთაშორისო დიდოსტატმა, დავით ლომსაძემ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ყოველკვირეულ ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში.

გამარჯვებულმა 9-იდან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ირაკლი ახვლედიანს.

7 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით მესამე საპრიზო ადგილზე ნიკოლოზ ჩხაიძე გავიდა.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ელენე წოწონავამ აჩვენა 6 ქულით.

1800- მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ დათიაშვილმა დააფიქსირა 6,5 ქულით.

1500-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში ნიკოლოზ ლობილაძე იყო საუკეთესო 5 ქულით.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122064