ფეხბურთი

11:49 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სევილია" „ნაპოლის" ჯოვანი სიმეონეთი დაინტერესდა

„სევილიას" იტალიური „ნაპოლის" არგენტინელი თავდამსხმელის, ჯოვანი სიმეონეს შეძენა სურს - გვამცნობს Sport.es.

წყაროს ინფორმაციით, „სევილიას“ სპორტული დირექტორი მონჩი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს, კლუბის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

განსაკუთრებული ყურადღებით ანდალუსიელები სიმეონეს აკვირდებიან, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილია.

27 წლის ჯოვანი სიმეონემ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, მოედანზე მხოლოდ 669 წუთი ითამაშა. არგენტინელმა თავდამსხმელმა რვა გოლი გაიტანა. სიმეონეს კონტრაქტი „ვერონასთან,“ საიდანაც ის „ნაპოლიშია“ განათხოვრებული, 2026 წლამდე აკავშირებს.

0.108466