ფეხბურთი

11:20 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერსონი - პოტერის „ჩელსიდან“ გათავისუფლებაზე: „მეც კი დავკარგე მოთმინება მის მიმართ“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, პოლ მერსონმა, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, გრემ პოტერის კლუბიდან გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

„პოტერის გულშმატკივარი ვარ, მაგრამ მეც კი დავკარგე მოთმინება მის მიმართ. ჰყავდა მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველი, რომელსაც ცენტრალურ მცველად ათამაშებდა. ხშირად საუბრობენ საფეხბურთო ხედვებზე, მაგრამ საღი აზრი უნდა დაინახო, რაც ნიშნავს, რომ საუკეთესო მოთამაშეები „საკუთარ“ პოზიციებზე უნდა ათამაშო.

ეს გათავისუფლება უნდა მომხდარიყო. როდესაც პოტერმა პირველად მუშაობა დაიწყო, თქვა, რომ წაგებას ბევრი დადებითიც ახლავს. ამის თქმა „ბრაიტონში“ შეიძლება, მაგრამ როცა „ჩელსი“ შინ მარცხდება, არავინ გაპატიებს“ - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports.

პოტერმა ლონდონური კლუბი 2022 წლის სექტემბერში ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი თომას ტუხელი შეცვალა. ინგლისელის კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი.

0.122318