ფეხბურთი

10:06 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესი პსჟ-დან წასვლას აპირებს

არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს პარიზული კლუბი დატოვოს - წერს L'Équipe.

წყაროს ცნობით, არგენტინელს პარიზელთა შემადგენლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დარჩეს, თუ ხელფასის შემცირებას დათანხმდება.

აღსანიშნავია, რომ მესის მამა და პსჟ-ის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, ცდილობდნენ კონტრაქტის გახანგრძლივების პირობებზე შეთანხმებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს საკითხი უფრო და უფრო რთულდებოდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესი დაინტერესებულია „ბარსელონაში" დაბრუნების ვარიანტით, მაგრამ ამავდროულად, კატალონიურ კლუბს ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური შეთავაზება მასთან დაკავშირებით.

მიმდინარე სეზონში მესიმ პსჟ-ის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა ლიგა 1-ში, 13 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. მას კლუბთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

0.115216