ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი (0:4) შეაფასა. ის ფიქრობს, რომ ამ წაგებით ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის „მილანთან“ უპირატესობა მოიპოვა.
„მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი იყო, რომელშიც „ნაპოლი“ „ნაპოლი“ არ იყო, „მილანმა“ კი იდეალურად ითამაშა. მათ უკეთ ითამაშეს, უფრო მონდომებული იყვნენ. „აძური“ ძალიან ზედაპირული გახლდათ, ბევრი შეცდომა დაუშვეს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეფერხებაა რვა თვეში, რაც ნამდვილად შეიძლება მოხდეს. ჩემპიონთა ლიგაზე ეს წაგება „ნაპოლის“ „მილანთან“ მიმართებაში ბევრად მეტ უპირატესობას მისცემს. იქ სხვა თამაში იქნება, „მილანი“ იფიქრებს, რომ „ნაპოლის“ დამარცხება შეუძლია, რეალურად კი სრულიად განსხვავებულ გუნდს დაუპირისპირდება. „ნაპოლი“ სუპერფავორიტი იქნება და ვფიქრობ, როგორც შინ, ისე სტუმრად, მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით მოიგებს“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი 12-18 აპრილს, „მილანს“ დაუპირისპირდება.