სხვა

0:37 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეთიოპიელმა აიანამ პარიზის მარათონი მოიგო

ეთიოპიელმა აბეჟე აიანამ პარიზის მარათონი მოიგო. ეს ამ დისტანციაზე მისი პირველი გამოსვლა და პირველი ტრიუმფია. ქალთა შორის გამარჯვება კენიელმა ჰელა კიპროპმა მოიპოვა.

20 წლის აიანამ ფინიშის ხაზი ორ საათში, შვიდ წუთსა და 15 წამში გაირბინა და 20 წამით აჯობა თანამემამულე გუიე ადოლას, ვინც გარბენის ფავორიტი იყო. მესამე ადგილი კი კენიელმა ჯოსფატ ბოიტმა დაიკავა. ის გამარჯვებულს 25 წამით ჩამორჩა.

აიანამ 2021 წელს პოზნანის (პოლონეთი) ნახევარ მარათონი მოიგო და სრულ დისტანციაზე ახლახანს გადავიდა. ის პარიზში ფავორიტთა შორის მოიაზრებოდა. ეთიოპიელმა ლიდერთა ოთხკაციანი ჯგუფი 35 კილომეტრის შემდეგ ჩამოიტოვა და მისმა უპირატესობამ მალე 20 წამს მიაღწია, რაც ბოლომდე შეინარჩუნა. აიანა ბოლო ოთხ წელიწადში, პარიზის მარათონის მესამე ეთიოპიელი ჩემპიონია.

ქალთა შორის, კიპროპმა ფინიშს ორ საათში, 23 წუთსა და 19 წამში მიაღწია. 37 წლის კენიელი 25 კილომეტრის შემდეგ, ლიდერ ჯგუფს ჩამორჩებოდა. მაგრამ შემდეგ ტემპი გაზარდა და საფინიშო სპრინტში უკან მოიტოვა ეთიოპიელი ატალელ ანმუტი. მესამე ადგილზეც ეთიოპიელი მორბენალი, ფიკრტე ვერეტა გავიდა.

0.129281