ფეხბურთი

23:50 | 3.04.2023 | ნანახია 537 - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას თუ აჩერებ, მთელი "ნაპოლიც" ჩერდება"

იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ „მილანთან“ „ნაპოლის“ თამაში შეაფასა. მისი აზრით, როდესაც მეტოქეები ხვიჩა კვარაცხელიას გაჩერებას ახერხებენ, მაშინ ლუჩანო სპალეტის გუნდიც იბლოკება.

„როცა უამრავ შეცდომას უშვებ „მილანის“ დონის გუნდთან, ყველაფერი ისე აღარ მიდის, როგორც გინდოდა. გუნდური თამაში ძალიან ცუდი და მწირი იყო. ამ გუნდს ალბათ აქვს ნაკლი, კერძოდ, ორი ნაკლი: პირველი ის, რომ შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს ცოტა დრო აქვთ, რადგან შეცვლები დაგვიანებულია, მეორე ის, რომ კვარაცხელიას თუ გააჩერებ, მთელი გუნდიც ჩერდება.

შეიძლებოდა მარიო რუის შეცვლა, მაგრამ მისი შემცვლელი სკამზე არ იყო, პორტუგალიელი კი მოედანზე ყველაზე ცუდი მოთამაშე იყო. „ნაპოლი“ იმდენად ჩავარდა, რომ ძნელია კომენტარის გაკეთებაც“, - თქვა კორბომ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ "მილანთან" წაგების (0:4) მიუხედავად 71 ქულით ლიდერია. „აძური“ 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა. „ნაპოლი“ და „მილანი“ 12-18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:14 | 09.06.2016
Azerbaijan (42)

დდ

18:02 | 27.05.2016
Socrates (1377)

ლებედევს ფინალიც მოაგებინეს ბოგომოევთან. ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ ჩვენთვის უფრო კარგია ლებედევი ჯობს ლადოსთვის ვიდრე მუსუკაევი

12:30 | 27.05.2016
neeskensi (2433)

დიდი აურზაურით დაიწყი ღრუსეთის შემპიონატი 57 კილოში ვიქტორ ლებედევს აშკარად მოაგაბინეს მუსუკაევთან 4-3...რასაც ჩხუბი და ალიაქოთიმოჰყვა,დაღესტნელებმა საერთოდ უარი თქვეს ჩემპიონატში მონაწილეობაზე ტურნირი შეწყდა გაიმართა მოლაპარაკება,ბოლო ინფორმაციით მიიღეს უცნარი გადაწყვეტილება-მუსუკაევს მიენიჭა გამარჯვება 4-2 მაგრამ ჭიდაობას გააგრძელებს ლებედევი...თუმცა ვნახოთ საბოლოოდ რაზე შეთანხმდებიან...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064003
537