ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა იტალიურ DAZN-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. ლეგენდარული მეკარის აზრით, ფინალში ერთმანეთს „ნაპოლი“ და „რეალი“ შეხვდებიან.
„ფინალი „რეალი“ – „ნაპოლი“ იქნება. ორივე გუნდს რთული გზა აქვს გასავლელი. როდესაც ამ სეზონს ვაანალიზებ, ვხედავ, რომ თავი ყველაზე კარგად „ნაპოლიმ“ წარმოაჩინა და ამიტომ მგონია, რომ ფინალში ისინი გავლენ.“ - განაცხადა იკერმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში სპალეტის გუნდი „მილანს“ შეხვდება და შემდეგ „ინტერსა“ და „ბენფიკას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ანჩელოტის ბიჭებს კი „ჩელსის“ წინააღმდეგ მოუწევთ თამაში, საიდანაც „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
იკერ კასილასი „რეალ მადრიდის“ ღირსებას 510 მატჩის განმავლობაში იცავდა, კარიერა კი „პორტუში“ დაასრულა, სადაც 116 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.