ფეხბურთი

13:15 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის“ ფავორიტი ნაგელსმანია, პოტერი კი შესაძლოა “ლესტერმა“ მიიწვიოს

გუშინ ინგლისის პრემიერლიგაში ორმა სპეციალისტმა დაკარგა სამუშაო. ჯერ ბრენდან როჯერსი გააგდეს, მოგვიანებით კი გრემ პოტერი დარჩა უმუშევარი. „ლესტერმა“ და „ჩელსიმაც“ უკვე დაიწყეს ახალ მწვრთნელებზე ფიქრი და რამდენიმე კანდიდატურაც გამოიკვეთა.



მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ გუნდი სეზონის ბოლომდე ბრუნო სალტორის ჩააბარა, „არისტოკრატები“ კვლავ ფიქრობენ გამოცდილი სპეციალისტის მიყვანას და მათი მილიარდერი მფლობელი, ტოდ ბოელიც არ მოერიდება ჯიბეზე ხელის გაკვრას.

The Sun-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად იულიან ნაგელსმანი განიხილება, რომელიც მიუნხენის „ბაიერნიდან“ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. განსაკუთრებით კლუბის ტექნიკური დირექტორი, კრისტიან ვიველი აქტიურობს, რომელსაც 35 წლის სპეციალისტის გუნდში გადაბირება ძალიან სურს.

რა თქმა უნდა, „ჩელსის“ გვერდით ყველა იმ მწვრთნელის სახელმა გაიჟღერა, რომელიც ამჟამად უმუშევარია, თუმცა ნაგელსმანის კანდიდატურა ყველაზე რეალურად მოსჩანს.

რაც შეეხება გრემ პოტერს, მისი გზა შესაძლოა „ლესტერ სიტისთან“ გადაიკვეთოს. ბრენდან როჯერსი „მელიების“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს. გრემ პოტერი კი შესაძლოა უმუშევარი დიდი ხნის განმავლობაში არ იყოს, რადგან Talksport-ის ინფორმაციით, მასთან დაკავშირებას სწორედ „ლესტერი“ ცდილობს.

ჯერ-ჯერობით ამ ორი გუნდის მომავალი გაურკვეველია, თუმცა ერთი რამ ცხადია: ამ სეზონში პრემიერლიგიდან სარეკორდო რაოდეონობის მწვრთნელები გაუშვეს - 12.

0.139584