სხვა

10:43 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილით დაასრულა

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა, მეოთხე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.



მოლდოვაში გამართული ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში დასრულდა. ჩემპიონი ყაზახეთის ნაკრები გახდა, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

ტურნირის ბოლო დღეს, ჩვენი გუნდი ჯერ ნახევარფინალში რუმინეთთან 1:3 დამარცხდა, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიასთან 0:1 წააგო. თუმცა მეოთხე ადგილზე გასვლით, ჩვენმა გუნდმა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება ფინალებამდე გავლილ გზას, როსტო ფარცვანიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას 2:1 და კვიპროსს 3:2 მოუგო, ¼ ფინალში კი ალბანეთი გაანადგურა ანგარიშით 4:1.

აღსანიშნავია ის, რომ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ საქართველოს ნაკრების მოთამაშე, ლევან ჩიხრაძე გახდა. გარდა ამისა, ჩვენი მასტერ ლიგის ნაკრებს სპეციალური Fair Play-ს ჯილდოც გადაეცა.

მინი ფეხბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზაფხულში, გერმანიის ქალაქ ესენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117827