კალათბურთი

4:56 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 13 ქულა და "ორლანდოს" გამარჯვება NBA-ში

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „დეტროიტ პისტონსს“ უმასპინძლა და საკმაოდ ადვილად, 128:102 დაამარცხა. მასპინძლებმა გარდამტეხი უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 14 ქულით მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა შემდეგ ხელიდან არ გაუშვიათ.

აღსანიშნავია, რომ „ორლანდომ“ მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა, შესაბამისად, საბოლოო შედეგის ლოგიკურია.

გოგა ბითაძემ 17:51 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. როდესაც გოგა მოედანზე იყო, „ორლანდომ“ მეტოქეზე 8 ქულით მეტი ქულა ჩააგდო. ბითაძემ "დეტროიტის" კალათბურთელ ჯალენ დარენთან იჩხუბა კიდეც, მაგრამ სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა.

„მეჯიქის“ რიგებში გოგაზე მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი 18 ქულით ჯალენ სუგსი იყო. „დეტროიტში“ საუკეთესო კილიან ჰაიესი 20 ქულით გახლდათ.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით და 44 წაგებით მე-12 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს, „კლივლენდთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127886