ფეხბურთი

3:20 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, ჩემპიონთა ლიგაზე სხვა თამაში იქნება"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეიფორიაში არ უნდა ჩავარდნენ, რადგან ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

„ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ჩემპიონატში კიდევ 9 მატჩი დარჩა, სადაც იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. კმაყოფილი ვარ მოგებით. 4-მცველიანი ტაქტიკით ვითამაშეთ, რადგან მინდოდა, უკეთ დამეფარა „ნაპოლის“ შეტევა. ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, ეს შედეგი გავლენას არ მოახდენს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე, რადგან ეს სხვა თამაშები იქნება სხვა ატმოსფეროში. ორივე ძლიერი გუნდია, რომლებიც ევროპაში კარგად თამაშობენ. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ უნდათ სუპერსეზონი ჰქონდეთ, ჩემპიონთა ლიგაზე „მილანისთვის“ დამახასიათებლად უნდა ითამაშონ.

მხოლოდ ტოპკლუბები ახერხებენ ჩემპიონთა ლიგასა და ჩემპიონატში ერთდროულად კარგად თამაშს. სერია A-ში გვქონდა გარკვეული სირთულეები, მაგრამ ახლა სეზონის ფინალურ ნაწილს აქვს მნიშვნელობა. ნათელია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შედეგი გვაქვს, რაც სერია A-სთვის თავდაჯერებად გვანიჭებს“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ წაგების მიუხედავად 71 ქულით ლიდერია. „აძური“ 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

0.10751