ფეხბურთი

22:11 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „რაპიდს“ 3:1 აჯობა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.

კიტეიშვილი მოედანზე 63-ე წუთზე ჩაერთო და 70-ე წუთზე თავის გამოჩენა მოახერხა. ეს მისი მეხუთე გოლი იყო მიმდინარე სეზონში, 4 ბუნდესლიგაში და 1 ევროპა ლიგაზე.

ოთარს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მოედანზე ორი კვირის წინ დაბრუნდა და ითამაშა. ამჯერად მან გოლიც გაიტანა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებში ის გამოძახებული არ იყო.

აქვე გეტყვით, რომ „შტურმი“ საჩემპიონო ჯგუფში თამაშობს, სადაც მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 9 აპრილს, „ლასკს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127959